- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ზაფხული კონდიციონერის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია.
ვნებს თუ არა კონდიციონერი ჯანმრთელობას? ეს საკითხი ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მას აინტერესებს, ვისაც სახლში პატარა ჰყავს.
არის თუ არა კონდიციონერი უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ?
ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის მულტიპროფილური დეპარტამენტის თერაპევტი ელენე ჟორჟოლიანი.
თუ კონდიციონერით სარგებლობთ, გაითვალისწინეთ შემდეგი:
- გაყინულ და გამომშრალ ოთახში დიდხანს ყოფნა არაა რეკომენდებული;
- კონდიციონერით მხოლოდ დღის იმ მონაკვეთში ისარგებლეთ, როცა ქუჩაში ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია;
- კონდიციონერით სარგებლობა არ არის სასურველი ძილის დროს, რადგან იზრდება გაციების რისკი;
- გაციებას იწვევს კონდიციონერისგან წამოსული ცივი მასების უშუალო ზემოქმედება. ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ თანამედროვე ე.წ. სპლიტ სისტემებს. არსებობს პნევმონიის განვითარების რისკიც, რომლის გამომწვევი მიზეზიცაა ლეგიონელა;
- ნუ დასხდებით კონდიციონერისკენ ზურგით, იზრუნეთ, რომ ჰაერი მაღლა იყოს მიმართული და უშუალოდ თქვენკენ არ მოედინებოდეს;
- გასათვალისწინებელია ალერგიული ფონიც. გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერის ფილტრი იკრავს, იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, რომელზეც მიკრულია ოთახის ბაქტერიები და მიკრობები;
- მნიშვნელობა არ აქვს კონდიციონერი ვის აგრილებს ზრდასრულს თუ პატარას, ეცადეთ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურა იყოს;
- ხშირად გაანიავეთ ოთახი და გახსოვდეთ, რომ როცა ყველა პირობა დაცულია, კონდიციონერი ბავშვის იმუნიტეტს ვერაფერს აკლებს;
- თუ ადამიანს ხმის იოგებზე სერიოზული პრობლემა აქვს, რასაკვირველია, კონდიციონერი იმოქმედებს. გასათვალისწინებელია 2 ფაქტორი – ტენიანობის მკვეთრი ცვალებადობა და საჭიროზე დაბალი ტემპერატურა. ნუ დადგებით/დაბრძანდებით კონდიციონერთან ახლოს, არ შეიძლება კონდიციონერი მთელი დღის განმავლობაში ჩართული იყოს;
- ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. განსაკუთრებული ყურადღება მართებს მას, ვისაც ჩატარებული აქვს ნუშურა ჯირკვლების ოპერაცია. თუ შესაძლებელია გირჩევთ, რომ ჯერ ოთახი გააგრილოთ და ოთახში მაშინ შებრძანდეთ, როცა კონდიციონერს გამორთავთ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპევტს, ელენე ჟორჟოლიანს ნომერზე 597 17 87 17.
გისურვებთ ჯანმრთელობას!