როგორ დავიცვათ თავი გრიპისა და გაციებისგან?

როგორ დავიცვათ თავი გრიპისა და გაციებისგან?

გრიპი მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს მარტივად გადაეცემა.

გრიპის სიმპტომები შესაძლოა მოულოდნელად განვითარდეს და გამოიხატოს შემდეგი ნიშნებით: მაღალი ტემპერატურა, საერთო ინტოქსიკაცია, ხველა, იშვიათად ყელის ტკივილი.

სხვა რესპირატორულ დაავადებებთან შედარებით, გრიპი გაცილებით მძიმე ფორმით მიმდინარეობს და მკვეთრი სეზონურობაც ახასიათებს.

გრიპისა და გაციების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ორსულებს, 2 წლამდე ასაკის პატარებს, ასევე მათ, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. რისკ–ჯგუფს შეადგენენ ასევე ის ადამიანები, რომელთაც ფილტვისა და გულის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, დიაბეტი, ანემია და თირკმლის უკმარისობა აქვთ.

სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს: მაღალი ტემპერატურა (3 დღეზე მეტი დროით), ძლიერი ინტოქსიკაცია, სუნთქვის გაძნელება, სილურჯე ცხვირ–ტუჩის არეში, ტკივილი გულმკერდის არეში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპევტი ელენე ჟორჟოლიანი გვირჩევს, თუ როგორ დავიცვათ თავი გრიპისა და გაციებისგან.

სასურველია, დაიცვათ შემდეგი რეკომენდაცია:

  • ივარჯიშეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური;
  • მოერიდეთ სტრესს;
  • მიიღეთ სითხე;
  • იკვებეთ ვიტამინებით მდიდარი საკვებით;
  • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნით;
  • არ შეეხოთ საგანს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა დაავადებულ პაციენტს;
  • მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს;
  • ისარგებლეთ პირბადით;
  • დაინფიცირებული პაციენტის ჭურჭელი და თეთრეული გარეცხეთ ცალკე, ქლორირებული სარეცხი საშუალებებით, ცხელ წყალში;
  • მოგზაურობისას თან იქონიეთ სპირტის ბაზაზე დამზადებული სველი ხელსახოცი;
  • არ შეეხოთ ან იშვიათად შეეხეთ თვალს, ცხვირსა და პირს;
  • ერიდეთ ყველა იმ ადამიანთან კონტაქტს, რომელსაც გრიპი აქვს;
  • ორგანიზმმა სრულყოფილად რომ დაისვენოს, კარგად გამოიძინეთ;
  • ხველებისას ან ცემინებისას მიიფარეთ ცხვირსახოცი ან მოხრილი ხელი;
  • ხელსახოცი/ცხვირსახოცი გამოიყენეთ ერთჯერადად;
  • ყელის ტკივილს შეგიმსუბუქებთ პირის ღრუსა და ყელში გამოვლებული თბილი, მარილიანი წყალი;
  • ცხელებისგან გამოწვეულ დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ შუბლზე, მხრებსა და ფეხებზე დადებული გრილი საფენი;
  • გრიპის სეზონზე უფრო მეტი რაოდენობით მიიღეთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტები: ნიორი, ჯინჯერი, ალოე ვერა და სხვა;
  • ყოველდღიურად დალიეთ 1–2 ჭიქა თბილი რძე.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N7.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის თერაპავეტს ელენე ჟორჟოლიანს ნომერზე 597 17 87 17. 

გისურვებთ ჯანმრთელობას!