- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ყველა ორსული განსხვავებულად ეგუება გარემო პირობებს.
დაბლობთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერზე, მთაში ჰაერი კრისტალურად სუფთაა. ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა შუამთის (ზღვის დონიდან 1200-1500 მეტრ სიმაღლეზე არსებული) ჰაერი.
მთის ჰაერი განსაკუთრებული მკურნალია.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ამბულატორიული სამეანო–გინეკოლოგიის უფროსი და მეან–გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.
„თუ ორსულს აღენიშნება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, შეგრძნება, რომ სხეული ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს, უმჯობესია შეიცვალოს გარემო. გაითვალისწინეთ, რომ მთის ჰაერის არაერთი სასარგებლო თვისებისა, მთაში დასვენება არტერიული წნევის მატებასთანაც ასოცირდება, თუმცა თუ ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს და გართულებები თან არ ახლავს, ასევე თუ ორსული იცავს ჯანსაღი კვების, ძილის, სეირნობის რეკომენდაციებს, ამ შემთხვევაში მთაში დასვენება რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ორსულობის დროს ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება 25–30%–ით, შესაბამისად, თავადაც მიხვდებით თუ რაოდენ საჭიროა სუფთა ჰაერზე სეირნობა და განსაკუთრებით ძილის წინ. ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის წინ, ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან, რადგან მან ყველაზე კარგად იცის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აცხადებს ქალბატონი თათია.
გისურვებთ ჯანმრთელობას!