- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
დედის რძე მდიდარია ჩვილისთვის საჭირო ყველა სასიცოცხლო ნივთიერებით.
დედის რძე პატარას იცავს სხვადასხვა ინფექციისა და დაავადებისაგან, თუმცა ზოგჯერ დედა და განსაკუთრებით ახალბედა დედიკო გარკვეულ დისკომფორტს განიცდის.
ამ მნიშვნელოვან თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსი მაია აბალოიძე.
ძუძუს დვრილების დაზიანება და დახეთქვა
ძუძუს დვრილების დაზიანება და დახეთქვა გამოწვეულია ბავშვის ძუძუზე არასწორი მოჭიდებით და პოზით. ამ პრობლემის პრევენციისათვის, წოვის დაწყებამდე, ჩვილის პირის კუთხე გააღიზიანეთ, რათა პირი ფართოდ გააღოს და მხოლოდ დვრილს კი არა, მის ირგვლივ არეოლას (ძუძუსთავის მოწითალო წრე) 2 სმ–ით მაინც მოეჭიდოს. ყოველი კვების შემდეგ დვრილებზე წაისვით გამოწველილი რძის მცირე რაოდენობა და გაიშრეთ.
როგორ შევარჩიოთ სწორი პოზა?
უნდა აირჩიოთ ის პოზა, რომელშიც თავს მოხერხებულად გრძნობთ. ძუძუთი კვება წარმატებით მიმდინარეობს, თუ ჩვილი სწორად ეჭიდება ძუძუს. სწორი მოჭიდების განსახორციელებლად მოთავსდით მოხერხებულად და ბავშვი მთელი სხეულით მიიზიდეთ. აუცილებელია ჩვილმა პირი ფართოდ გააღოს. ბავშვის ნიკაპი უნდა ებჯინებოდეს ძუძუს, პირის ღრუში დვრილთან ერთად უნდა მოთავსდეს არეოლა 2 სმ–ით.
სასურველია, რომ ბავშვის ზედა ტუჩთან არეოლას უფრო მეტი ნაწილი ჩანდეს, ვიდრე ქვედა ტუჩთან.
ე.წ. „გამოსაწველი“ აპარატები
რძის გამოწველამდე საჭიროა სარძევე ჯირკვალზე თბილი საფენის მოთავსება და მასაჟის გაკეთება. უმჯობესია ძუძუს გამოწველა მოხდეს ხელით. თუმცა ზოგიერთი დედისთვის ეს დისკომფორტს წარმოადგენს და უპირატესობას ანიჭებს „გამოსაწველ“ აპარატებს.
კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.
კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ნეონატოლოგიური სამსახურის უფროსს მაია აბალოიძეს ნომერზე 593 24 97 42.
გისურვებთ ჯანმრთელობას!