- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
თუ ზამთრის კურორტზე დასვენებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები.
რასაკვირველია, ზაფხულთან შედარებით ზამთარში მწვავე დიარეული დაავადებების, საკვებისმიერი და წყლისმიერი ინტოქსიკაციების შემთხვევათა რაოდენობა შედარებით დაბალია, თუმცა ზამთარში, მთის კურორტებზე, ხშირია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიათა გამოვლენა და ამის ძირითადი მიზეზი აკლიმატიზაცია, სწრაფი კვების ობიექტებში სადილობა, არაჯანსაღი რაციონი და პირადი ჰიგიენის დაუცველობაა.
როგორც წესი, დასვენების პერიოდში, დამსვენებლები და ტურისტები დროის დაზოგვის მიზნით, უპირატესობას ანიჭებენ მზა პროდუქტებს, სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. გართობისა და გათბობის მიზნით სვამენ ალკოჰოლს – ეს ყველაფერი კი კუჭ–ნაწლავისთვის დიდი გამოწვევაა, ხშირია ფაღარათი, ყაბზობა, რაც არაჯანსაღი რაციონითაა განპირობებული.
როგორ ვიკვებოთ ზამთრის კურორტზე? ამ შეკითხვით მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს ეკა ზალიკიანს.
როგორც ქალბატონმა ეკამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, სასურველია, დაიცვათ გარკვეული რეჟიმი, კერძოდ, დღეში სამჯერ ან ოთხჯერ მცირე ულუფებით იკვებოთ, მიიღოთ სითხე (სასურველია, რაციონიდან ამოიღოთ ან მაქსიმალურად შეზღუდოთ გაზიანი, გამაგრილებელი, ენერგეტიკული სასმელები, ალკოჰოლი), მიირთვათ ხილი (ვაშლი, ბანანი, ციტრუსი – ზომიერად) და ბოსტნეული (ჭარხალი, სტაფილო, სალათის ფურცლები, ბროკოლი და ამ ბოსტნეულისგან მომზადებული წვნიანი კერძები).
„დამსვენებლებში პოპულარობით სარგებლობს კონსერვირებული პროდუქტი. მსგავსი საკვების შეძენისას გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე, რადგან ინფექციური დაავადებების რისკი მაღალია. სასურველია, რომ მიირთვათ სახლში მომზადებული კონსერვი ან შეძენისას შეამოწმოთ ვარგისიანობის ვადა. ბავშვებმა კონსერვირებული საკვები არ უნდა მიირთვან. დილა დაიწყეთ მსუბუქი საუზმით (ჩაი, პური, ყველი, ფაფეული, ომლეტი, მოხარშული კვერცხი), ხილსა და ბოსტნეულს დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ, საღამოს მოერიდეთ, რადგან შეიძლება შებერილობამ შეგაწუხოთ. გამაგრილებელი, გაზიანი და ენერგეტიკული სასმელი ჩაანაცვლეთ წყლითა და ნატურალური წვენით, ყავა მიიღეთ ზომიერად“, – აცხადებს გასტროენტეროლოგი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გასტროენტეროლოგს, ეკა ზალიკიანს ნომერზე 555 18 97 54.
გისურვებთ ჯანმრთელობას!