მენჯ-ბარძაყის სახსრის ოსტეოართროზი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ვარ 51 წლის. მაქვს მეორე-მესამე ხარისხის კოქსართროზი, ჰემორაგიული ვასკულიტი. პერიოდულად ვმკურნალობ ვასკულიტზე. ამჟამად მტკივა მარცხენა მუხლი, გადაეცემა ბარძაყის კუნთს და მენჯის სახსარს. საშინელ ტკივილებს განვიცდი, ამავე დროს მიშლის სიარულს და მარცხენა ფეხით კიბეზე ვერ ავდივარ , ანუ ვერ უძლებს დატვირთვას. გთხოვთ მომწეროთ ვის უნდა მივმართო და რა გამოკვლევა უნდა ჩავიტარო? წინასწარ გიხდით მადლობას.
პასუხი:

მოგესალმებით,
კოქსართროზი დისტროფიული პროცესია, რომლის საფუძველს ქმნის სასახსრე ხრტილის დეგენერაცია, ძვლის სასახსრე ზედაპირების შემდგომი ცვლილებებით, გვერდითი ოსტეოფიტების განვითარებით, რაც იწვევს დეფორმაციას და მოძრაობის დარღვევას მენჯ-ბარძაყის სახსარში.
მენჯ-ბარძაყის სახსრის დაავადების საფუძველს ქმნის ნივთიერებათა ცვლის სხვადასხვაგვარი დარღვევები. ამ ცვლილებების შედეგად იცვლება ბიოქიმიური რეაქციები, რომლებიც ხდება მენჯ-ბარძაყის სახსრის ქსოვილებში. საბოლოოდ ხრტილოვან ქსოვილში გროვდება სხვადასხვაგვარი მარილები. ყველაფერი ეს კი, ცვლის მენჯ-ბარძაყის სახსრის ზედაპირის ფორმას და მისი ხრტილის სტრუქტურას.
ბარძაყის სახსრის პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ბარძაყის შიდა მხარეს ან საზარდულის არეში. ბარძაყის ტკივილი გარეთა მხარეს, მაგალითად თეძოს ზედა ნაწილში ან დუნდულებზე გამოწვეულია იმ კუნთების, მყესების, იოგების და სხვა რბილი ქსოვილების დაზიანებით რაც გარს აკრავს ბარძაყის სახსარს.
დიაგნოზს ადვილად სვამენ რენტგენოლოგიური კვლევის საშუალებით. რენტგენოგრამაზე ჩანს სახსრის ნაპრალის შევიწროება, ძვლის სტრუქტურის შეცვლა (სკლეროზი, ძვლოვანი წარმონაქმნები), ხოლო მენჯ-ბარძაყის სახსარში ცვლილებების ხასიათის დასაზუსტებლად მისი ოსტეოართროზის (კოქსართროზის, ართროზის) დროს საჭიროა მენჯ-ბარძაყის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
სწორად შერჩეული კომპლექსური თერაპია უდავოდ იძლევა ეფექტს, შესაბამისად გირჩევთ, ნუ გადადებთ ვიზიტს ტრავმატოლოგთან.
შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციას, რომელიც ითვალისწინებს ტრავმატოლოგთან უფასო ვიზიტს, სპეციალისტი სრულფასოვნად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ მკურნალობის შესაბამის და თქვენზე მორგებულ მეთოდს.
თუ საჭირო გახდება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ფასდაკლებ, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/uprecedento-aqcia-sakhsris-magnitur-rezonansuli-tomografia-da-travmatologis--konsultacia-290-laris-nacvlad-220-larad/21033
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა