მოგესალმებით,
ზოგადად, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.
ენდოსკოპის საშუალებით ხდება ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება, სარქველების ფუნქციონირების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ლორწოვანის დაზიანებული ნაწილის ბიოფსია. ამ გზით აღებულ მასალას უტარდება ციტოლოგიური ანალიზი წყლულისა და დაწყლულებული სიმსივნის დიფერენცირებისთვის.
ბარიუმის ფაფით რენტგენოლოგიურ გამოკვლევას დღეს იშვიათად მიმართავენ, რადგან შესაძლოა, გამორჩეთ მცირე ზომის წყლულები და ეროზიები. გარდა ამისა, ამ მეთოდით ბიოფსიის ჩატარება შეუძლებელია.
ულტრაბგერით კუჭ–ნაწლავის სისტემის გამოკვლევა ვერ ხერხდება.
რაც შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, თუ საქმე არ გვაქვს დიდი ზომის წანაზარდთან, აღნიშნული კვლევით, პათოლოგიური უბნები არ ვლინდება.
არსებობს ასევე კუჭ–ნაწლავის სისტემის სრული გამოკვლევის შესაძლებლობა ვიდეოენდოსკოპიის მეთოდით ,სპეციალური კაფსულის საშუალებით,რომელშიც ინტეგრირებულია კამერა,საიდანაც გამოსახულება გადაეცემა მიმღებ მოწყობილობას და შესაძლებლობას იძლევა კაფსულის გადაადგილების მთელ გზაზე, საყლაპავიდან ანუსამდე, დათვალიერდეს საჭმლის მომნელებელი სისტემა .ეს ჩვენს კლინიკაში ახლო მომავლის პერსპექტივაა.
კუჭ-ნაწლავის ულტრაბგერითი კვლევა გვიჩვენებს:
- პირველ რიგში – ორგანოების ზოგად მდგომარეობას, ესეიგი გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ დაავადება დროზე ადრე და დავიწყოთ მკურნალობა;
- გამოკვლევა იძლევა სხვადასხვა პათოლოგიების გამოვლენის საშუალებას;
- ლიმფური კვანძების ცვლილებას;
- სიმსივნის არსებობის ეჭვს;
- ეროზია;
- ვენების გაფართოება და ცვლილება,ვარიკოზი;
- უცხო სხეულები;
- თიაქარი;
- ორგანოს კედლების შესქელება და შეთხელება;
- გასტრიტი;
- ლორწოვანის დაზიანება, ანთება და წყლული;
- სტენოზი(თორმეტგოჯა);
- ანტრალური ნაწილის შევიწროება;
- კარცინომა.
იმისთვის, რომ კვლევა ჩატარდეს ხარისხიანად და დაისვას ზუსტი დიაგნოზი, სასურველია, წინასწარ გაიგოთ ექიმისგან მომზადების წესი.
ულტრაბგერითი კვლევა ტარდება უზმოზე. საკვების მიღებიდან 12 საათი უნდა იყოს გასული, რათა ჩატარდეს სწორი გამოკვლევა.
კვლევის პროცესში პაციენტი ეტაპობრივად ღებულობს სითხეს დაახლოებით 500-750 მლ. რაოდენობით, რის შედეგადაც ხდება ორგანოს გავსება და მისი დათვალიერება და გამოკვლევა ხდება შესაძლებელი.
დავამატებდით იმას, რომ ცხადია არსებობს ულტრაბგერითი კვლევების შესაძლებლობა, თუმცა სიზუსტე და ინფორმაციულობა, რაც ენდოსკოპიის შემთხვევაში მიიღწევა, ცხადია აქ ნაკლებია.
ხოლო ჩვენს კლინიკაში გასტროსკოპიული კვლევა მიმდინარეობს ულტრათანამედროვე აპარატით, რომელსაც ძველი ენდოსკოპისაგან განსხვავებით, აქვს თხელი, მოქნილი მილი.
ასე, რომ არჩევანი თქვენზეა. თუ გადაწყვეტთ კვლევის ჩატარებას, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !