გასტროენტეროლოგიური პათოლოგია - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს დიზბაქტერიოზი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი , ფაღარათი ბოლო 5 წელია უშედეგოდ ვმკურნალობ , მაქვს სიგმა ნაწლავის ტკივილი, მოვიარე მგონი ყველა გასტროენტეროლოგო ვინც მირჩიეს ასევე ნერვოპათოლოგები შედეგი0 მეშველება რამე?
პასუხი:

მოგესალმებით,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მსხვილი ნაწლავის და ზოგადად ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია.
მისი მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია.
მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო კვების შერჩევას.
რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები.
მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიაც. კომპლექსურად გასტროენტეროლოგის და ნევროლოგის ერთობლივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ, სანამ არ ალაგდება პროცესი.
ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სპაზმოლიზური პრეპარატები, პრობიოტიკები და ფერმენტები. საჭიროებისამებრ - ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელი საშუალებებიც. თუმცა, პრეპარატების დანიშვნა დისტანციურად არაკორექტულია, ლაბორატორიული ანალიზების პასუხის გარეშე კი შეუძლებელი.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში აღნიშნულ სპეციალისტთან, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა