მოგესალმებით,
ნაღვლის ბუშტის პოლიპები უხშირესად ქალებში გვხვდება. აღნიშნული ორგანოს პოლიპოზური წარმონაქმნები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა - ცრუ ანუ ფსევდოსიმსივნეებად და ჭეშმარიტ სიმსივნეებად. ფსევდოსიმსივნეებს მიეკუთვნება ქოლესტერინული და ანთებითი პოლიპები, რომლებიც არ წარმოადგენს კეთილთვისებიან სიმსივნეებს, აღნიშნული ტერმინის პირდაპირი მნიშვნელობით.
როგორც ქოლესტერინული, ისე ანთებითი პოლიპები ნაღვლის ბუშტის კედლის რეაქტიული ცვლილების შედეგია. მიჩნეულია, რომ ამ წარმონაქმნებს არაფერი აქვთ საერთო პოტენციურ ავთვისებიან სიმსივნეებთან. რაც შეეხება ჭეშმარიტად კეთილთვისებიან სიმსივნურ წარმონაქმნებს, რომლებიც ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი გარსისაგან ვითარდება - ადენომები ან პაპილომებია. მათ რეალურად შეიძლება ჰქონდეთ ავთვისებიანი ზრდის პოტენციალი.
დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელი და არაპროფესიულია, რაც შეეხება მკურნალობას,
საჭიროა ულტრაბგერითი გამოკვლევით პერიოდული დაკვირვება პოლიპზე, რათა გაკონტროლდეს მისი ზრდა და სხვა თავისებურებები, მიღებული შედეგების საფუძველზე კი, ექიმი-სპეციალისტი განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომ უშუალოდ შეფასდეს თქვენი მდგომარეობა, სასურველია ვიზიტისას თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს ნაღვლისბუშტში პოლიპი შესაძლებელია თუ არა ოპერაციის გარეშე მკურნალობა
პასუხი: