კითხვა: გამარჯობა ერთი წლის წინ საყლაპავზე გავიკეთე ოპერაცია ლეიომიომა ამომაჭრეს მანამდე საერთოდ არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობდი შემთხვევით გასტროსკოპიის გაკეთების დროს აღმომაჩნდა. ოპერაციის შემდეგ საჭმლის გადაყლაპვა მიჭირს, მახრჩობს. ოპერაციის შემდეგ ისევ გავიკეთე გასტროსკოპია, მაგრამ სუფთაა რის გამო შეიძლება რო იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით!
გაძნელებული ყლაპვის (დისფაგია) დროს, პაციენტს ესაჭიროება ზედმეტი დრო და ძალა იმისათვის, რომ პირის ღრუდან საკვები ან სითხე კუჭამდე გადაიტანოს. დისფაგია შესაძლოა დაკავშირებული იყოს მდგომარეობასთან, რომელიც გამოწვეულია საკვების ძალიან სწრაფად მიღებით ან არასათანადო დამუშავებით პირის ღრუში. თუმცა მუდმივი დისფაგია შესაძლოა სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება.
ცხადია, შესაძლებელია ეს იყოს ოპერაციის შემდგომი გართულება, თუმცა საყურადღებოა, რომ გასტროსკოპიით პათოლოგია ნანახი ვერ იქნა.
ამიტომ გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას გაგსინჯავთ და გამორიცხავს მიზეზებს თავისი კომპეტენციების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, საჭირო იქნება განმეორებითი გასტროსკოპია და ქირურგის კონსულტაცია, რომლებიც შეგიძლიათ ჩაიტაროთ ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად. აქცია ძალაშია ყოველ პარასკევსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა