მოგესალმებით,
რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას. მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა კვების შემდეგ ტკივილებს იწვევდეს გასტრიტი, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს ან თანდათანობით განვითარდეს.
კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის იგნორირება არ შეიძლება, ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია. ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია.
გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის მოგვარებაში.
ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროთ სრული გასტროენტეროლოგიური კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas
დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარ ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!