კითხვა: დედაჩემი. ციროზით გარდაიცცალა 61. წლის. ასაკში. დიაგნოზის. დასმიდან. 1. წელიწადში. მაინტერესებს. ოჯახის. წევრებისთვის. არსებობს საშიშროება.მსგავსი დიაგნოზისა. პრევენცია რაში მდგომარეობს
პასუხი:

მოგესალმებით,
ციროზი გადამდები დაავადება არ არის ,თუმცა ერთ–ერთი მიზეზი რაც ციროზს ,ანუ ღვიძლის ჯანმრთელი ქსოვილის ,პათოლოგიურ შემაერთებელ ქსოვილად გადაგვარებას იწვევს ,შეიძლება იყოს ინფექციური დაავადება ,რომელიც თავისთავად არის გადამდები .
ზოგადად ციროზს იწვევს :
● ქრონიკული ჰეპატიტი;
● აუტოიმუნური ჰეპატიტი;
● მემკვიდრეობითი დაავადებები;
● ნაღვლის სადინარების შეგუბება.
ციროზის დროს ღვიძლის დაზიანება შეუქცევადია, თუმცა, საბედნიეროდ, დაავადება მეტწილად ძალიან ნელა პროგრესირებს, ასე რომ, თუ ადრეულ სტადიაზევე მივუსწრებთ, კონტროლი შესაძლებელია.
მოგცემთ ზოგად რეკომენდაციებს:
● უარი თქვით ალკოჰოლზე. ეს ყველზე მნიშვნელოვანი გზაა, რომლითაც ღვიძლს დაიცავთ და გართულებათა ალბათობას ან სიმძიმეს შეამცირებთ.
● საკუთარი ინიციატივით ნუ დალევთ ასპირინსა თუ სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას.
● ჩაიტარეთ A და B ჰეპატიტის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
● იკვებეთ ჯანსაღად, განსაკუთრებით სასარგებლოა ახალი ხილი, ბოსტნეული, დაუმუშავებელი მარცვლეული.
ჰეპატოზის დიაგნოზის დასმა კი, შეუძლია მხოლოდ ექიმს სპეციალურ გამოკვლევათა შედეგების საფუძველზე.
ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე, ჰეპატოლოგი არ გვყავს, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა