კითხვა: Gamarjoba, chems megobars awuxebs ragac, zogjeraqvs tetri, wyalivit ganavali qapit da usiamovno sunit, da daaxloebit ori kviraa rac grdznobs sisveles ukana nawilshi, romelsac aqvs cudi suni, Chemi megobari dzalian kompleqsdeba am sunis gamo, gtxovt mipasuxot ra sheidzleba iyos amis misezi DA rigor unda moiqces ,, madloba winaswaaril
პასუხი:

მოგესალმებით,

დიარეა, იგივე ფაღარათი, ხალხში კუჭის აშლილობასაც რომ ეძახიან, არის დღე-ღამეში სამი ან მეტი დეფეკაცია (ნაწლავების მოქმედება) თხიერი ან ფაფისებრი განავლით.

დიარეის დროს არა იმდენად კუჭის, რამდენადაც ნაწლავთა ფუნქციის დარღვევასთან გვაქვს საქმე. შედეგად იზრდება ნაწლავთა მოქმედების სიხშირე, დღე–ღამური განავლის საერთო მოცულობა და მისი წყლიანობა.

დიარეას ინფექციური და არაინფექციური ფაქტორები იწვევს. ინფექციური გამომწვევებია:

  • ბაქტერიები – სალმონელა, შიგელა და სხვა;
  • ვირუსები – კერძოდ, ენტეროვირუსები (როტავირუსი, ადენოვირუსი );

არაინფექციური გამომწვევებია :

კვებითი ალერგენები;

  •  მედიკამენტები (მათ შორის – მეტრონიდაზოლი, დალაცინი);
  •  თირეოტოქსიკოზი;
  • ზოგიერთი ნივთიერების (ლაქტოზა) აუტანლობა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა მიმართოს თქვენმა მეგობარმა  ექიმს.

შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში  გასტროენტეროლოგ ეკა ზალიკიანთან, რომელიც შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს ზოგად მდგომარეობას და საჭირო კვლევების დანიშვნის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.

სავარაუდოდ საჭირო იქნება გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც  მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად  დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა