ანტალური ნაწილის ეროზიები, ბულბიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის დასკვნა:კარდიის უკმარისობა.ანტრალური ნაწილის ეროზიები. ბულბიტი.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის კარდიული სფინქტერი;
  • რა არის სარქვლის უკმარისობა;
  • რას ნიშნავს ანტალური ნაწილის ეროზიები;
  • რა არის ბულბიტი;
  • რა არის ჰელიკობაქტერია;
  • მკურნალობის მეთოდები.

მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს, რათა საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში არ გადავიდეს, ხოლო კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ მოხვდეს. კარდიის სარქვლის უკმარისობის დროს, სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის.
მისი ძირითადი გამომწვევი გახლავთ გასტრიტი.

ანტალური ნაწილის ეროზიები

კუჭის ქვედა მესამედის დაზიანებაა და გასტრიტის თანმდევია.
ბულბიტი კი, წარმოადგენს თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის ანთებას, რომლის პათოგენეზშიც 70-80% შემთხვევაში მონაწილეობს ჰელიკობაქტერიული Helicobacter pylori ინფექცია.

bulbiti


შესაბამისად, აუცილებელია საყლაპავის ჰელიკობაქტერიული მონიტორინგი და საყლაპავის მოტორული ფუნქციის გამოკვლევა.
რაც შეეხება მკურნალობას, ჰელოკობაქტერიასთან ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ).
ასევე, მკურნალობისთვის ინიშნება შემდეგი:

  • პროკინეტური საშუალებები;
  • ანტაციდური პრეპარატები;
  • ანტისეკრეტული პრეპარატები;
  • ჰისტამინის H2 რეცეპტორების ბლოკერები;
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები;
  • ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატები.

მედიკამენტის შერჩევა განისაზღვრება უშუალოდ გასტროენტეროლოგის მიერ.
პაციენტთა უმეტესობაში, მედიკამენტური მკურნალობა ეფექტურია, იძლევა რემისიას და პროგნოზი კეთილსაიმედოა.
თუმცა, თუ პაციენტი არ დაემოერჩილება ექიმის რეკომენდაციას ზედმიწევნით, შესაძლოა დაავადებას ჰქონდეს რეციდივი.
თუ თქვენ არ იმყოფებით თვითიზოლაციის რეჟიმში და გაქვთ სახლის დატოვების უფლება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, ქალბატონი ეკა ზალიკიანი დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთბულ მკურნალობას.
გაცნობებთ, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ არ არის ჩართული COVID-19 ბრძოლის სქემაში, შესაბამისად ვიზიტი უსაფრთხოა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა