მოგესალმებით,
მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
საჭიროა გავარჩიოთ ნაწლვის შებერილობა და კუჭის შებერილობა ჭამის შემდეგ, რომელიც შესაძლოა კვების დროს გადაყლაპულ აირებს უკავშირდებოდეს.
ეს ახასიათებს ნევროზული ტიპის ადამინებს,რომლებიც სწარაფად და დაუღეჭავად ყლაპავენ საკვებს.
ასეთ შემთხვევებში, გაყლაპული აირები უმეტეს შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმიდან, ბოყინის სახით, თავისით გამოიყოფა, აირების ჭარბი გადაყლაპვის დროს კი, რასაც აეროფაგია ეწოდება, ხშირი ბოყინია დამახასიათებელი.
მუცლის შებერილობის უმთავრესი მიზეზი კი დისპეფსია ( მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება), რომელიც ძირითადად მონელების პროცესების შეფერხებას უკავშირდება.
თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თუ დიაგნოსტიკისათვის და მკურნალობის შერჩევისთვის მიმართავთ გასტროენტეროლოგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ხოლო ვიზიტისას თუ გამოიკვეთება გასტროსკოპიის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !