კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს ამ ეტაპზე თუ გაქვთ აქცია კუჭ-ნაწლავის კვლევაზე? თუ მოქმედებს საყოველთაო დაზღვევა?ასაკი 71წლის.
პასუხი:
მოგესალმებით!
დიახ, აქცია გვაქვს სრულ გასტროსკოპიურ კვლევაზე 200 ლარის ნაცვლად 50 ლარად.
აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
კვლევა წარმოებს OLYMPUS–ის უახლეს აპარატზე.
აქცია ძალაშია ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა გეგმიურ კონსულტაციებზე დაფინანსება არ ვრცელდება.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!