მოგესალმებით,
ჩვენს კლინიკაში, ღვიძლის ელასტოგრაფიის ღირებულებაა 90 ლარი, კვლევა ტარდება აპარატ „აპლიო 500–ის“ მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
ვიზიტი გასტროენტეროლოგთან
27 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა ერთი კვირის განმავლობაში დილით უზმოზე ვსმადი 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და ერტი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი გასახდომად ეტყობა კუჭში გავიღიზიანე ორი დღეა კუჭში არაფერი არ მიჩერდება როგორ მოვიქცე გთხოვთ დამეხმაროთ
იხილეთ პასუხივიზიტი გასტროენტეროლოგთან
19 იანვარი 2018კითხვა: ვარ თვრამეტი წლის, ორი თვის წინ დამეწყო საკვების მიღების შემდეგ გულისრევის შეგრძნებები, რაც იძულებულს მხდიდა გამეთავისუფლებინა კუჭი. ამას დაერთო გულძმარვა და ბოყინი. გავიკეთე ფიბროგასტროსკოპია. დიაგნოზი- მწვავე ეროზიული გასტრიტი, კარდიას უკმარისობა მეორე ხარისხის. მკურნალობა დავიწყე გადასხმებით(3 გადასხმა).ორი კვირაა ვღებულობ წამლებს: სიმალგელი, დოპროკინი,მეზიმფორტე,ეზომეპრაზოლი,ამოქსიკლავი და მეტრონიდაზოლი. ვარ მკაცრ დიეტაზე. უცხიმო ხაჭოსა ან კეფირის მიღების შემდეგაც კი ისევ მაქვს ტკივილი მუცლის ზედა მხარეს და იგივე სიმპტომები,თან ერთვის თავის ტკივილი და მოთენთილობა, მომეხსნა მხოლოდ გულძმარვა.ამ ყველაფერს დაერთო გაუვალობა. რაც შეეხება ანალიზებს გაკეთებული მაქვს,სისხლის საერთო, განავლის(ჭიაზე), შარდის. პასუხები ნორმალურია. გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო, კიდევ რა გამოკვლევა ჩავიტარო რომ მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.
იხილეთ პასუხივიზიტი გასტროენტეროლოგთან
17 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა. ჩემი მეუღლის გამო გწერთ. უკვე მეორედ ემართება მსგავსი რამ: საღამოს ძალიან გაღიზიანებული და განერვიულებულია, მეორე დღეს კი მუცელი ტკივდება და სიცხე 38-მდე აღწევს. პირველად რომ დაემართა ეს, მაშინვე ექიმთან წავედით. გადაუღეს მუცლის ექოსკოპია, ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა. მხოლოდ შებერილობა გამოიკვეთა. სისხლის და შარდის ანალიზიც იდეალური ჰქონდა. დაგვამშვიდეს, ალბათ, ვირუსი იყოო და გამოგვიშვეს სახლში. რამდენიმე კვირაში ისევ გაუმეორდა მუცლის მსგავსი შეტევა, ტემპერატურის მატების გარეშე და სპაზმის საწინააღმდეგო პრეპარატით მალევე გაუყუჩდა. გუშინ ისევ გაღიზიანებული იყო საღამოს და მალევე ძალიან ატკივდა მუცელი. დღეს დილიდან სიცხე აქვს 38.2. ორივე შემთხვევაში, შეტევებს წინ უძღოდა ფიზიკური და ემოციური გადაღლა. შეიძლება, ამან ასეთი შეტევები და სიცხეები გამოიწვიოს? ან მუცლის ღრუს ექოსკოპია და ანალიზები საკმარისია ამ შემთხვევაში? კიდევ რა გამოკვლევების ჩატარება შეგვიძლია? რას ახასიათებს მსგავსი ჩივილები? ზოგადად ძალიან ემოციურია. ხშირად ამცივნებს, ან ხურვებები აწუხებს, რაც ექიმებმა ემოციურობას მიაწერეს. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ? დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
იხილეთ პასუხი