კითხვა: გამარჯობა .მაქვს მუდმივად გულისრევის შეგრძნება და ხშირი დიარეა ,ასევე სისუსტე რას შეიძლება მივაწერო ეს ყველაფერი?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დიარეას უმეტესად ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია და საკვებით მოწამვლა იწვევს.  გარდა ამისა, დიარეის მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე წამლის (მაგალითად, ანტიბიოტიკის), მიღება.  ზოგჯერ ფაღარათი სტრესით გამოწვეული ორგანიზმის რეაქციაა. ეს იმით აიხსნება, რომ სტრესის დროს სისხლში გადადის დიდი ოდენობით ადრენალინი, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს, მათ შორის  საჭმლის მონელებას. 

დიარეის მთავარი ნიშნები ხშირი დეფეკაციაა, არც თუ იშვიათად თან სდევს მადის დაქვეითება, მუცელში ჭრის შეგრძნება, მუცლის შებერვა, გულისრევა და ღებინება. ფაღარათმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გამოფიტვა, რაც მეტად საშიშია.

თუ ფაღარათი 3 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, ის შესაძლოა ქრონიკული დაავადების (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, კრონის დაავადების, ენტეროპათიების,  ქრონიკული ქოლეცისტიტის, დისბაქტერიოზის,)  მიზეზი  იყოს.

 დიარეის მკურნალობისას  აუცილებელია გამომწვევი მიზეზის  დადგენა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა, რასაც ექიმი საჭირო გამოკვლევების საფუძველზე გააკეთებს.

თუმცა, დიარეა ყოველთვის მოწამლვის  ნიშანი არ არის და ის შეიძლება დაკავშირებული იყოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებთან.

ამიტომ, გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში გასტროენტეროლოგთან  კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობს, ჩაგიტარებთ საჭირო კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

კვლევის პროცესში თუ  საჭირო იქნა გასტროსკოპიული კვლევა,  შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან  2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა