მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ მოწოდებული ინფორმაცია მწირია, მოგახსენებთ ზოგადად, რომ არაერთი მიზეზი შეიძლება იწვევდეს ამ მდგომარეობას, მაგალითად:
- ენდოკრინული პათოლოგიები;
- ვეგეტატური ნერვული სისტემის დისრეგულაცია;
- მედიკამენტები.
თუ ასე დიდი ხანი გაგრძელდა, არსებობს ანორექსიის საშიშროება, ამიტომ პირველ რიგში, სასურველია პაციენტმა გაიკეთოს სისხლის ანალიზი დიაბეტისა და ანემიის სადიაგნოსტიკოდ, თუ ეს პრობლემები გამოირიცხა მაშინ უნდა მიმართოთ ნევროლოგს .
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების განხორციელება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, აღნიშნულ სპეციალისტთან კონსულტაცია უფასოა ყოველ პარასკევს.
ობიექტური შეფასებისა და საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ, თუ საჭირო იქნება კონსულტირებაში ჩაერთვებიან ენდოკრინოლოგი და გასტროენტეროლოგი .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !