თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კარდიის უკმარისობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით. თორმეტგოჯაზე მაქვს წყლული.ასევე მაქვს კარდიის უკმარისობა. წყლულზე მედიკამენტებით ვითარება მკურნალობას.მაგრამ.მაიმტერესებს კარდიის უკმარისობაზე მკურნალობა თუა შესაძლებელი და რომელ ექიმს უნდა მივმართო.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, მორეციდივე პათოლოგიაა, რომელიც კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოშობით ხასიათდება.
წყლულები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმები ქვეითდება და ამ ფონზე კუჭის წვენის აგრესიული მოქმედება იზრდება.
დღეს უკვე დადგენილია, რომ პეპტიური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - ჰელიკობაქტერიას და არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
თუ კუჭის ლორწოვანზე მოქმედი აგრესიული ფაქტორებისა და მისი დამცავი მექანიზმების ბალანსი დარღვეულია, ყოველთვის არსებობს დაავადების გამწვავების საშიშროება. ამიტომაც არის წყლული მორეციდივე პათოლოგია.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, მოგახსენებთ.

კარდიის უკმარისობა

კარდია არის კუჭის შესავალი ნაწილი, მისი ერთ-ერთი ნიშანია შეტევითი ხასიათის, სხვადასხვა სიძლიერის ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ხერხემლის მიდამოში. 

kardiis_ukmarisoba

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • რაციონალური კვების რეჟიმის დაცვა;
  • მოწევასა და ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა;
  • მუცლის ღრუს დაავადებების დროული გამოკვლევა.

სპეციალისტის აზრის მოსასმენად და მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებისათვის, ჩვენი რჩევა იქნება მომართოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგს, სადაც დახმარებას გაგიწევთ ქალბატონი ეკა ზალიკიანი, იგი მონაცემთა ობიექტური შეჯერების შემდეგ, დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა