გასტროეზოფაგური რეფლუქსი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა,კუჭის გასტრიტი მაქვს,ზონდი გადავყლაპე, დასკვნად მიწერია გასტროეზოფაგიური რეფლუქსი ეზოფაგიტით,დუოდენიტი ,არვიცი ეს რას ნიშნავს ისე ))) შევამოწმე მთლიანი მუცლის ღრუ ექოსკოპიურად,ვმკურნალობ 14 დღეა,და შედეგი ოდნავადაც არმაქვს ისევ მტკივა კუჭიც და მუცელი ზოგადად,ვარ მკაცრ დიეტაზეც ,თუმცა არის რაღაც დეტალები რაზეც ექიმი ვერ მეუბნება რიდან გამომდინარე მაქვს,ესაა ჭიპის გარშემო შეტევითი ტკივილი მთელი დღის განმავლობაში,1_2 ჯერ დავაკვირდი და დაჭიმულიც კი მქონდა უჭუალოდ ჭიპი,თითქოს შევარდნილი და ზემოდან კან� � დაჭიმული , ასევე ვგრძნობ რომ ჭიპის დაბლა ფეთქავს ხოლმე მუცელი,რიისი ბრალი შეიძლება იყოს? ;( ქირურგიულად შევმოწმდი თიაქარი არარის,არც გინეკოლოგიურად არის რაიმე პრობლემა.. ანალიზიც გამიკეთეს შარდში ამილაზას დასადგენი და ნორმაა ყველაფერი,კარდიოგრამაც გადავიღე . რამ შეიძლება ეს ტკივილი გამოიწვიოს და რამდენად არარის საშიში? (((
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • რას იწვევს გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  • რა არის მუცლის ფეთქვა და რა იწვევს მას;
  • ჭიპის ტკივილის გამომწვევი მიზეზები.

მოგახსენებთ, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას.
იქიდან გამომდინარე, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსი მართვადი დაავადებაა, რა თქმა უნდა, სწორი მკურნალობის – რაც გულისხმობს დიეტოთერაპიას (მცირე ულუფის საკვების ხშირი მიღება. ცხარე, მჟავე და მარილიან საკვებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, ყავასა და შოკოლადზე უარის თქმა) და ანტაციდების (კუჭის წვენის სიმჟავის დამაქვეითებელი საშუალებები) და საყლაპავისა და კუჭის მოტორიკის მარეგულირებელი პრეპარატების დანიშნვნის შემდეგ, განკურნება შესაძლებელია.
მძიმე შემთხვევებში კი, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
როგორც მოგვითხრობთ, „ჭიპის დაბლა ფეთქავს ხოლმე მუცელი“ , ვფიქრობთ, შესაძლოა ბოლო ხანებში წონაში საგრძნობლად დაიკელით, რის გამოც დაიწია მუცლის წინა კედელმა, მიუახლოვდა ხერხემალს და ამიტომ გრძნობთ აორტის პულსაციას.
რაც შეეხება ჭიპის ტკივილს, იგი შესაძლოა რამდენიმე მიზეზმა განაპირობოს, მათ შორისაა:

  • ასკარიდოზი;
  • ნაწლავის სანათურის დახშობა;
  • ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა;
  • ნაწლავების პერფორაცია.

გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ქალბატონი ეკა ზალიკიანი ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ გამოკვლევებს და შეარჩევს ინდივიდუალურ და შესაბამის მკურნალობას.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა