კითხვა: საყლაპავ მილში მიგროვდება ლორწოს მაგვარი სითე მიშლის ყლაპვას რა მიშველის
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ თქვენი ჩივილის გამომწვევია ეზოფაგიტი, რომელიც საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის ანთებაა.
განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს. მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება:

  • საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით;
  • ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები);
  • მწვავე ინფექციური დაავადებების დროს.

ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს.
შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად, ე. წ. რეფლუქს–ეზოფაგიტი ან პეპტიური ეზოფაგიტი.
მკურნალობა ტარდება კონსერვატიულად.
თუმცა, მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამიტომ გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია.
უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც ობიექტურად შეჯერდება მონაცემები, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
გასტროსკოპით კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412 

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა