კითხვა: მოგესალმებით. ბოლო დროს, თითქმის ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ (განსაკუთრებით ტკბილეულის ჭამის მერე) მაწუხებს გაზები. დავიწყე ესპუმიზანის მიღება, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ,მირჩიოთ, რა ვქნა?
პასუხი:

მოგესალმებით,
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას, მათ რიცხვს მიეკუთვნება თქვენს მიერ დასახელებული ესპუმიზანი.
მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორულ ფუნქციაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:

  • პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
  • ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
  • რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
  • მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.

თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თუ დიაგნოსტიკისათვის და მკურნალობის შერჩევისთვის მიმართავთ გასტროენტეროლოგს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა