კითხვა: ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ მაქვს გულძმარვა,რისი ბრალი იქნება
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას.

  • რა არის გულძმარვა;
  • რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი,
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომები;
  • დიაგნოსტირებისთვის საჭირო კვლევები;
  • ნაღვლის რეფლუქსი და მისი სიმპტომები.

გულძმარვა ეს არის წვის ან სიმჟავის უსიამოვნო შეგრძნება საყლაპავის გასწვრივ. თქვენს შემთხვევაში თუ რამ გამოიწვია იგი, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
თუმცა, შესაძლოა, ჩივილის მაპროვოცირებელი ერთ-ერთი ფაქტორი იყოს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას.
მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმოადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის, ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულძმარვა და კუჭიდან საყლაპავში სიმჟავის ამოსვლა.
ამ დაავადებას შეიძლება, ახასიათებდეს სხვა სიმპტომები, როგორიცაა:

  • საყლაპავის ტკივილი და ანთება (ეზოფაგიტი);
  • უსიამოვნო გემო პირში;
  • ტკივილი გულმკერდის არეში;
  • მუცლის შებერილობა;
  • ბოყინი;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • ყლაპვის გაძნელება - რომელიც შეიძლება იწვევდეს ისეთ შეგრძნებას, თითქოს ყელის ქვედა ნაწილში გაჭედილია საკვების ნაწილი;
  • ტკივილი ყლაპვის დროს;
  • ყელის ტკივილი;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • კბილების კარიესი;
  • ღრძილების დაავადება.

დიაგნოზის დასასმელად საჭიროა შემდეგი კვლევები:

  • სიმპტომების შეფასება
  • მჟავის რაოდენობის შემოწმება საყლაპავში
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • ენდოსკოპია.

ასევე თქვენი სიმპტომების გამომწვევი შეიძლება, იყოს ნაღვლის რეფლუქსი.

ნაღვლის რეფლუქსი

ეს ნიშნავს ღვიძლში წარმოქმნილი მომნელებელი სითხის კუჭში ან საყლაპავში ამოსვლას.
დაავადებას შესაძლოა ახლდეს მჟავას რეფლუქსიც, რაც ნიშნავს კუჭის მჟავების საყლაპავამდე ამოსვლას. ამის მიუხედავად, ნაღვლის და მჟავას რეფლუქსი სხვადასხვა დარღვევაა.
ნაღვლის რეფლუქსის გარჩევა გასტროეზოფაგური რეფლუქსისგან რთულია. ნიშნები და სიმპტომები ძირითადად, მსგავსია და ეს ორი მდგომარეობა ხშირად ერთადაც ხდება. დაავადების ნიშნები და სიმპტომებია:
ტკივილი მუცლის ზედა არეში - რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი;

  • ხშირი გულძმარვა;
  • წვის შეგრძნება გულმკერდში რომელიც ვრცელდება ხახისკენ;
  • მწარე გემო პირის ღრუში;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • მომწვანო–მოყვითალო სითხე პირნაღებ მასაში (ნაღველი);
  • ხმის ჩახლეჩვა;
  • წონაში კლება უმიზეზოდ.

თქვენს შემთხვევაში, უმჯობესია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს და დიაგნოზის დასმის შემდეგ – შესაბამის მკურნალობას.
შეგვიძლია, შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია, რომელიც გულისხმობს გასტროენტეროლოგის კონსულტაციას + მუცლის ღრუს ექოსკოპიას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/gastroenterologis-konsultacia-da-muclis-ghrus-eqoskopia-40-larad/31491
საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე:https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva-kuchis-tkivili/31677

კვლევის ჩატარების შემდეგ, დიაგნოსტირდება ჩივილის გამომწვევი მიზეზი და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა