მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- როგორია პეპტიკური წყლულის სიმპტომები;
- წყლულის მკურნალობა.
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ქრონიკული, მორეციდივე (განმეორებითი) პათოლოგიაა, იგი კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავში წყლულების წარმოშობით ხასიათდება.
წყლულები წარმოიქმნება, როდესაც ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმები ქვეითდება და ამ ფონზე კუჭის წვენის აგრესიული მოქმედება იზრდება.
თუ კუჭის ლორწოვანზე მოქმედი აგრესიული ფაქტორებისა და მისი დამცავი მექანიზმების ბალანსი დარღვეულია, ყოველთვის არსებობს დაავადების გამწვავების საშიშროება. ამიტომაც არის წყლული მორეციდივე პათოლოგია.
კუჭის წყლულისთვის დამახასიათებელია ტკივილი, საკვების მიღებიდან 20-40 წუთის შემდეგ.
დაავადება ძირითადად მწვავდება შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში.
პეპტიკური წყლულის სიმპტომები
პაციენტს შესაძლოა, აწუხებდეს ისეთი ჩივილები როგორიცაა:
- გულძმარვა;
- მჟავე ბოყინი;
- შეკრულობა;
- მკვეთრად გამოხატული მაღალი მჟავიანობა.
დღეს უკვე დადგენილია, რომ პეპტიკური წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ ფაქტორს - ჰელიკობაქტერიას და არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
მკურნალობის მიზანია გამწვავების კუპირება, რეციდივის და გართულების შემცირება, ჰელიკობაქტერიის ერადიკაცია (გამოძევება – ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თორმეტგოჯა ნაწლავში ლორწოვანი გარსის დაცვითი უნარის აღდგენა.
რა თქმა უნდა აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მკაცრი დიეტის დაცვა.
შესაბამისად, გირჩევთ, კვლავინდებურად მიმართოთ პაციენტის ექიმს და ჩააყენოთ მკურნალობის საქმის კურსში, მხოლოდ მისი პრეროგატივა, შეწყვიტოს, ჩაანაცვლოს ან გააგრძელოს დანიშნულება.
ასევე, პაციენტს შეუძლია, მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, სადაც დახმარებას გაუწევს ქალბატონი ეკა ზალიკიანი.
თუ გადაწყვეტთ მობრძანებას, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!