ფარინგიტი, კუჭის მომატებული მჟავიანობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მაწუხებს მომატებული კუჭის მჟავიანობა და ფარინგიტი
პასუხი:

მოგესალმებით,
ფარინგიტი ეს არის ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

  • ხახის ფხაჭნისა და წვის შეგრძნება;
  • სიმშრალე;
  • სუსტი ტკივილი ყლაპვის დროს ;
  • ქრონიკული სურდო;
  • ცხვირის დანამატების ჩირქოვანი დაავადებები;
  • ქრონიკული ტონზილიტი.

მის განვითარებაში, დიდ როლს ასრულებს შემდეგი პათოლოგიები:

  • ნივთიერებათა ცვლის მოშლა;
  • გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები;
  • კლიმატური პირობები (ცივი ამინდები);
  • ნიკოტინი;
  • ალკოჰოლი.

ფარინგიტის მკურნალობა კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა საჭირო. ამ მიზნით შეგიძლიიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო ლარინგოლოგს. დახმარებას გაგიწევთ ქალბატონი რუსუდან კონცელიძე.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და გამომწვევი მიზეზების დადგენა, მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები, შესაბამისად უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის სწორ მეთოდს.
ხოლო, თუ საჭირო იქნება ენდოსკოპიური კველვები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--/31412

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა