წელის მიდამოს ტკივილი ( დამატებითი პასუხი ) - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა მე უკვე მოგწერეთ ჩემ პრობლემაზე და თქვენ მირჩიეთ რომ გამეკეთებინა სისხლის ანალიზი და შარდის გავიკეთე ორივე ყველაფერი ნორმაში მაქვს მარტო დ ვიტამინის ნაკლებობა მაქვს და დამინიშნა ექიმმა ასევე გავესინჯე გენოკოლოგს გადავიღე შიგნითა ეხოც გენოკოლოგმა მითხრა ყველაფერი გაქვს ნორმაში გაქვსო საკვერცხეებიც და საშვილოსნოცო ტკივილს იწვევს თორმეტგოჯა ნაწლავი რომელსაც ვხედავ რომ ძალიან შევიწროებულიაო იცით რა მაინტერესებს თორმეტგოჯა ნაწლავის პრობლემა ასეთ ტკივილს იწვევს წელზე? გასნსაკუთრებით მტკივა წელი მარჯვენა გვერდზე გადამცემს 2 დღის წინ საერთოდ გამიშეშდა და ვეღარ დავდიოდი
პასუხი:

შევეცდებით მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია.
ზოგადად, თორმეტგოჯა ნაწლავის შევიწროვება შეუძლია გამოიწვიოს წყლულოვან დაავადებას, რომელიც ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა.
დიახ, შესაძლოა გამოიწვიოს წელის არეში ტკივილი. ზოგადად კი, წყლულოვანი დაავადების კლინიკური სურათი და ჩივილები დამოკიდებულია:

  • წყლულოვანი დეფექტის ლოკალიზაციაზე;
  • ზომასა და სიღმეზე;
  • კუჭის წვენის სეკრეციაზე;
  • პაციენტის ასაკზე.

ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია H. PYLORI-ის და კუჭის სეკრეციული ფუნქციის გამოკვლევა.
ასევე, წყლულოვანი დეფექტის აღმოჩენა შესაძლებელია:
რენტგენოლოგიურად;
ენდოსკოპიური მეთოდით.
თუმცა, ფიბროეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია უფრო ინფორმაციული მეთოდია და წყლულის აღმოჩენა ხერხდება შემთხვევათა 95-98%_ში.
უნდა მიმართოთ იმ ქვეყნის კლინიკაში გასტროენტეროლოგს, სადაც ახლა იმყოფებით.
თუ გამოირიცხება ამ პროფილის პათოლოგია გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს და ჩაიტაროთ წელის სეგმენტის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა