ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა.იცით რა მაინტერესებს,მაქვს ტკივილი კუჭიდან ზემოთ ძვლის და ჩაყვება მარჯვნივ კუჭის ოდნავ გვერძე.მიჭირს ოდნავ სუნთქვა.მეწვის უკან იგივე ადგილებში.ნაღველი ქრონიკულად მაწუხებს,კენჭები არ მაქვს.რისი ბრალი შეიძლება იყოს.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს გასტრიტთან.

გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს ან თანდათანობით განვითარდეს.

კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის იგნორირება არ შეიძლება,  ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია. ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია.

რაც შეეხება ნაღვლის ბუშტს, მისი  მდგომარეობაც დასაზუსტებელია .მკურნალი ექიმის პრეროგატივაა განსაზღვროს ექვემდებარება თუ არა ის თერაპიულ მკურნალობას და ასეთ შემთხვევაში მან უნდა დანიშნოს კვების რეჟიმი ,რაც გულისხმობს ცხიმიანის, მწარე, ცხარე, შებოლილი საკვების შეზღუდვას  და  მედიკამენტური თერაპია .

მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კუჭ–ნაწლავის სრულყოფილი კვლევა , ვრცლად იხილეთ ბმულზე :https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა