მოგესალმებით,
გულისრევის შეგრძნებას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად :
- გასტროპარეზი (მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს);
- ობსტრუქცია ნაწლავებში;
- შაკიკი;
- ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი);
- ვესტიბულური ნევრიტი;;
- პანკრეატიტი;
- კუჭის წყლული;
- ღვიძლის უკმარისობა;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- გულის უკმარისობა.
მათ შორისაა, თქვენს მიერ აღნიშნული ქოლეცისტიტი და ა.შ.
დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია , პირველ რიგში პაციენტმა მიმართოს გასტროენტეროლოგს.
შეგიძლიათ პაციენტი მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში, სადაც გასინჯვისა და მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაენიშნება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმევა ზუსტი დიაგნოზი და დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!