მოგესალმებით,
დიახ, ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ, ჩაიტაროთ როგორც კუჭის, ისე ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევა. დასაზუსტებელია, რომელიმე კვლევას თუ გულისხმობთ კონკრეტულად.
ზოგადად კი, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ენდოსკოპის საშუალებით ხდება ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება, სარქველების ფუნქციონირების შეფასება, საჭიროების შემთხვევაში ლორწოვანის დაზიანებული ნაწილის ბიოფსია. ამ გზით აღებულ მასალას უტარდება ციტოლოგიური ანალიზი წყლულისა და დაწყლულებული სიმსივნის დიფერენცირებისთვის.
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების გამოკვლევა კი შესაძლოა, ჩატარდეს ექოსკოპიის აპარატითაც.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გეგმიურ კონსულტაციებსა და კვლევებს არ აფინანსებს.
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია. რის შემდეგაც შეგიძლიათ, მისგან მიიღოთ სათანადო დოკუმენტები, ფორმა 100 და კალკულაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი რაიონული გამგეობა დააფინანსებს თქვენს კვლევას.
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!