კითხვა: გამარჯობა, ვარ 21 წლის, ვატარებ მაღალ წნევას. მაქვს ხშირად წნევები, სიმპტომი ძირითადად საფეთქლის არეში იგრძნობა პულსაცია, თავის ტკივილი იშვიათად, რიცხობრივად 190.100 ზე, 170 90 ზე, 145 თი და ასე შემდედ, თქვენი შეხედულება ამ. საკითხთან როგორი იქნება? მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ საქმე ეხება არტერიულ ჰიპერტენზიას. აღნიშნული დაავადება წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს. არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით – ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა. არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკურ კვლევებს და შემდეგ სათანადო, მკურნალობას, ასევე, ამომწურავად გიპასუხებთ, კომპეტენციის ფარგლებში, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილი გამოკვლევა, რომელშიც შედის:

  • ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • გლუკოზას განსაზღვრა სისხლში;
  • ლიპიდური სპექტრი;
  • კრეატინინი.

აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა