კითხვა: მოგესალმებით, ჩემს შვილს , რომელიც არის 20 წლის , ივლისის თვეში გაუკეთდა ოპერაცია, ლაპარასკოპიის მეთოდით, ბრმა ნაწლავზე. ამ ერთი კვირის წინ მისცა მაღალი სიცხე , დაეწყო ფაღარათი , ტუჩებსა და სახეზე გამოაყარა, ექიმმა თქვა რომ არის ვირუსი. ახლა ნორმალურადაა სვამს ლინექსს, მაინტერესებს როდემდე შეიძლება დალიოს ლინექსი, ვშიშობ კიდევ არ დაემართოს ფაღარათი, ხომ არა ქვს კუჭ - ნაწლავის პრობლემა, ყველაფერს ვერ ვაჭმევ, როდემდეა დიეტა საჭირო.გთხოვთ მირჩიოთ, საჭიროებს თუ არა ექიმის კონსულტაციას და მკურნალობას .
პასუხი:

მოგესალმებით,

იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით პაციენტმა რომელ კლინიკაში გაიარა კონსულტაცია, ან რა ტიპის ვირუსზეა საუბარი, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.

რაც შეეხება „ლინექსს“ ,  იგი  წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის ნაწლავის სხვადასხვა ნაწილიდან გამოყოფილი ბუნებრივი მიკროფლორის კომპონენტები.

მისი დოზირებისა და მკურნალობის ვადების შესახებ ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, იმ სპეციალისტს, რომელმაც მისცა პაციენტს რეკომენდაცია.

მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ პაციენტს შესაძლოა თუ არა ჰქონდეს კუჭ–ნაწლავის პრობლემა.

დამოუკიდებლად არ შეწყვიტოთ და არ გააგრძელოთ ლინექსის მიღება, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს და სთხოვეთ დაგიზუსტოთ თქვენთვის აუცილებელი ინფორმაცია .

სასურველია პაციენტმა დაასრულოს მკურნალობის კურსი, ხოლო შემდეგ, თუ ფაღარათის პრობლემა არ დასტაბილურდება, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება მიმართოს შესაბამის სპეციალისტს.

ამ მიზნით, შეუძლია  მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ხოლო თუ ვიზიტისას გამოიკვეთება გასტროსკოპიით კვლევის საჭიროება, შევთავაზებთ  ფასდაკლებას:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა