მოგესალმებით,
მართალია, ომეპრაზოლი წარმოადგენს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, თუმცა, როგორც ყველა მედიკამენტს, თუ იგი არ არის დანიშნული შესაბამისი სპეციალისტის მიერ, აქვს უკუჩვენება და მისი დამოუკიდებლად მიღება არ შეიძლება.
გასტრიტი
იგი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ეს პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: კუჭში მჟავიანობა თანდათანობით ქვეითდება, თორმეტგოჯა ნაწლავში კი იმატებს. ამის ფონზე, მიკრობები გამრავლებას იწყებენ ნაწლავებში, შემდეგ კი თანდათანობით გადმოინაცვლებენ თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში.
თქვენს შემთხვევაში, ვფიქრობთ, უმჯობესია კვლევა ჩაიტაროთ ჰელიკობაქტერიაზე.
პილორუსის ჰელიკობაქტერია
მიკრობია, რომელიც, ყველაზე ხშირად იწვევს გასტრიტს. მას შეუძლია, როგორც მწვავე, ისე ქრონიკული გასტრიტი გამოიწვიოს. ინფიცირება, წესისამებრ, ბავშვობაში ხდება, თუმცა შესაძლოა, ინფიცირებული მთელი ცხოვრება არაფერმა შეაწუხოს.
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიული საქციელი იქნება .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური ექიმი–გასტროენტეროლოგი, ქალბატონი ეკა ზალიკიანი გაგიწევთ დახმარებას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!