პარაპროქტიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა რამოდენიმე დღეა დამეწყო ჭამის შემდეგ საჭმელი ამომდის ყელში ჭამის დროს არ მიჭირს გადაყლაპვა საჭმლის ამავდროულად მაქვს 7 თვის უკან გაკეთებული ოპერაცია პარაპროქტიტის რის მერეც მაქვს გაზების დაგროვება და შესაძლოა კავშირში იყოს ერთმანეთთან?
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში, გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პარაპროქტიტი;
  • პარაპროქტიტის სიმპტომები;
  • რა არის კარდიის უკმარისობა.

როგორც სავარაუდოდ, უკვე მოგეხსენებათ, პარაპროქტიტი სწორი ნაწლავის ირგვლივ მდებარე, პარარექტული ქსოვილების ანთებაა. აღნიშნული დაავადება მოსახლეობაში საკმაოდ გავრცელებულია.
დაავადება იწყება სწორი ნაწლავისა და ანალური მიდამოს ტკივილით, რომლის ინტენსივობაც თანდათან იმატებს. ამ დროს აღინიშნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • პერიანალური მიდამოს შესიება;
  • ჰიპერემია;
  • ტემპერატურის მატება;
  • ჯდომისა და სიარულის გაძნელება;
  • საერთო სისუსტე.

ყოველივე ამის გამო, პაციენტი იძულებულია, დაავადების პირველსავე დღეებში მიმართოს ექიმს. შორს წასულ შემთხვევაში აღნიშნულ ჩივილებს ხშირად ერთვის დეფეკაციის გაძნელება, დიზურიული მოვლენები (შარდვის გაძნელება, მტკივნეული შარდვა).

reflux_ezofagiti


რაც შეეხება თქვენს მთავარ შეკითხვას, დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა, ვფიქრობთ, კარდიული რგოლი არ იხურება სრულად. საყლაპავის ბოლოში არსებული კარდიული სფინქტერი ერთმანეთისგან ყოფს კუჭსა და საყლაპავ მილს, რათა საყლაპავი მილიდან ჰაერი კუჭში არ გადავიდეს, ხოლო კუჭის შიგთავსი საყლაპავში არ მოხვდეს. რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ყალიბდება კარდიის სარქვლის უკმარისობა, რის გამოც სფინქტერი ვერ ხურავს ხვრელს და კუჭის შიგთავსი საყლაპავში გადადის. ეს არის რეფლუქსი, რაც საყლაპავის ქვედა მესამედის გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს იწვევს.
თუმცა, დასაზუსტებელია, მიზეზი სფინქტერის პათოლოგიაა, გასტროეზოფაგური რეფლუქსია თუ საყლაპავის თიაქარი.
შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკაც განსხვავებულია.
ზუსტი დიაგნოსტირების თვალსაზრისით, გირჩევთ გამოიყენოთ გასტროენტეროლოგის რჩევები, რომელსაც მიიღებთ ჩვენს კლინიკაში, ექიმ ეკა ზალიკიანთან კონსულტაციის შემთხვევაში, აქციის ფარგლებში, რა დროსაც ასევე ჩაგიტარდებათ მუცლის ღრუს ექოსკოპია, ამის შესახებ კი, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gastroenterologis-konsultacia-da-muclis-ghrus-eqoskopia-40-larad/31491

კვლევის ჩატარების შემდეგ, დაგენიშნებათ მკურნალობის სათანადო კურსი.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა