ჰელიკობაქტერია, ურეაზას სუნთქვითი ტესტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა მქონდა ჰელიკო ბაქტერია ჩავიტარე ანტიბიოტიკით მკურნალობა რათქამაუნდა ექიმის დანიშნულებით , მკურნალობიდან 1 თვეში ასევე სუნთქვითი ტესტი , რომელმაც ბაქტერიაზე უარყოფითი პასუხი აჩვენა მას შემდეგ გავიდა 4 თვე ჭამის შემდეგ გულძმარვა , ნაწლავების ბუყბუყი , და თავბრუსხვევა მაწუხებს ყოველ დღე ამ სიმპტომებს ტოვებს ეს ბაქტერია თუ სხვა რამეში შეიძლება იყოს საქმე ? სისხლის საერთო ანალიზი მწყობრში მაქვს ყველაფერი. რა გზას შეილება მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:

  1. რა რის ჰელიკობაქტერია;
  2. რა არის ურეაზას სუნთქვითი ტესტი;
  3. ჰელიკობაქტერიის მკურნალობა.

პილორუსის ჰელიკობაქტერია მიკრობია, რომელიც, ყველაზე ხშირად იწვევს გასტრიტს.
იგი საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა და ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს გასტრიტი, დუოდენიტი (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება), წყლულოვანი დაავადება და კუჭის კიბოც კი.
სავარაუდოდ, გულისხმობთ ურეაზას სუნთქვით ტესტს, რომელიც წარმოადგენს ბაქტერიის გამოვლენის მარტივ, უსაფრთხო და ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ მეთოდს. სუნთქვითი ტესტის პრინციპი ემყარება ფერმენტ ურეაზას აქტივობის განსაზღვრას, რომელსაც კუჭში ჰელიკობაქტერ პილორი გამოიმუშავებს შარდოვანას მიღებამდე და მიღების შემდეგ. ურეაზა შლის შარდოვანას ამიაკის და ნახშირორჟანგის წარმოქმნით.

helikobaqteria


ჰელოკობაქტერისთან ასოცირებული გასტროენტეროლოგიური დაავადება საჭიროებს ანტიბიოტიკებით ერადიკაციულ თერაპიას - „test and treat strategy“ (გამოვავლინოთ და მოვსპოთ).
ასევე, მკურნალობისთვის ინიშნება შემდეგი:

  • პროკინეტური საშუალებები;
  • ანტაციდური პრეპარატები;
  • ანტისეკრეტული პრეპარატები;
  • ჰისტამინის H2 რეცეპტორების ბლოკერები;
  • პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები;
  • ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატები.

მედიკამენტის შერჩევა განისაზღვრება უშუალოდ გასტროენტეროლოგის მიერ.
პაციენტთა უმეტესობაში, მედიკამენტური მკურნალობა ეფექტურია, იძლევა რემისიას და პროგნოზი კეთილსაიმედოა.
თუმცა, თუ პაციენტი არ დაემოერჩილება ექიმის რეკომენდაციას ზედმიწევნით, შესაძლოა დაავადებას ჰქონდეს რეციდივი.
მხოლოდ თქვენს მიერ მოწერილი სიმპტომების მიხედვით, ვერ მოგახსენებთ, ჩივილები რამდენად კოლერაციაშია ჰელიკობაქტერიასთან, თუმცა, აუცილებელია, მოახერხოთ და მიმართოთ იმ ქვეყნის გასტროენტეროლოგს, სადაც ამჟამად იმყოფებით.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა