მოგესალმებით,
თქვენი ჩივილების გამომწვევია ეზოფაგიტი, რომელიც საყლაპავის ანთებაა.
განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს. მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით მწვავე ინფექციური დაავადებების დროს.
რეფლუქს–ეზოფაგიტის მკურნალობა ტარდება კონსერვატიულად.
მედიკამენტებიდან ინიშნება ანტაციდური, H2 პრეპარატები და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები .
მკვეთრად გამოხატული თანმხლები ეზოფაგოსპაზმის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები, რაზეც რეკომენდაციის მოცემა შესაბამისი სპეციალისტის პრეროგატივაა.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია.
უშუალო ვიზიტისას შეიკრიბება ანამნეზი, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც ობიექტურად შეჯერდება მონაცემები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!