კითხვა: გამარჯობა ანტიბიოტიკი ვსვი ბრონხიტზე და ამეშალა კუჭი ვერ მივაქციე ყურადღება მერე ვსვი ლაქტოჯიც იმოდიუმიც და ბისებტოლიც და მაინც ასე ვარ ხშირად არ გავდივარ მარტო ერთხელ როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით!
ბრონქები სასუნთქი გზების ნაწილია, დატოტვილი მილების სისტემა, რომლის საშუალებით ჰაერი ტრაქეიდან (სასულედან) ფილტვებს მიეწოდება. ბრონქიტი კი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ.
ბრონქიტი მრავალი სახისაა, გამოვყოფთ ორ ჯგუფს: მწვავე, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს, და ქრონიკული, რომელიც უპირატესად ზრდასრულ პირებს ემართებათ.
ბრონქიტის მკურნალობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელი პათოგენური ფაქტორით არის განპირობებული.
თერაპიის კურსის შერჩევამდე უთუოდ უნდა გამოვიკვლიოთ, რა მიზეზით ჩამოყალიბდა პათოლოგიური კერა, ბრონქების თანდაყოლილი მანკია დამნაშავე, ვირუსი, ალერგენი თუ სხვა მავნე აგენტი. ერთი და იმავე გეგმით ყველა შემთხვევის მკურნალობა არ შეიძლება.
მართებული თერაპიის დანიშვნისთვის, უნდა გვქონდეს სწორი დიაგნოზი, ამისთვის კი დამატებით რენტგენოლოგიური კვლევა, ნახველის ბაქტეროლოგიური ანალიზია აუცილებელი.
როგორც აღნიშნავთ, გაქვთ ფაღარათი. შესაძლებელია, ანტიბიოტიკის გვერდითი მოვლენა იყოს აღნიშნული,მიმდინარეობს ალერგიული რეაქციები და გაღიზიანებულია კუჭის ლორწოვანი გარსი.
გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითნებურად უმართებულო ანტიბიოტიკოთერაპიას, შეიძლება არასასურველი შედეგი გამოიღოთ. მაგალითად, ჩამოიყალიბოთ სოკოვანი დაავადება.
სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს და აცნობეთ თქვენი მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ. სპეციალისტის პრეროგატივაა შეცვალოს მედიკამენტი ან მკურნალობის კურსი.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა