ღვიძლის გაცხიმოვნება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით ვარ 26 წლის , სიმაღლეში 180 და 65 კილო, დაახლოებით 4 თვის წინ გავიკეთე ბუასილის ოპერაცია, ტკივილები მქონდა მარკვრნა საკვერცხესთან და ექოსკოპია გადავიღE დღეს ასე მითხრეს ღვიძლი გაქვს გაცხიმოვნებულიო, ალკოჰოლს არ ვღებულობ არც დიაბეტი მაქვს და არც ცხომიანებს ვჭამ, სიაგრეტს ვეწევი დაახლოებით 7 წელი და დაახლოებით 2 წელი მოსაწევს ვეწეპდი, მაგრამ გადამეტებულად ხშირად არა , მოსაწევს უკვე 1 წელია აღარ ვეკარები და სიაგრეტს ისევ ვეწევი , ზაფხულზე ლუდს ვსვამდი ხშირად, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს და რამდენად საშიშროებას წარმოადგენს, რას მირჩევთ რა გამოიწვევდა , და რა უნდა გავაკეთო, მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის ყოველთვის მეხმარებით
პასუხი:

მოგესალმებით,
ღვიძლში ცხიმის დაგროვების ოთხი მექანიზმია:

  • საკვებთან ერთად ცხიმებისა და ცხიმოვანი მჟავების ჭარბი მიღება;
  • ღვიძლის უჯრედების განსაკუთრებულ სტრუქტურებში - მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავების გაძლიერებული სინთეზი ან მათი დაჟანგვის დათრგუნვა;
  • ღვიძლის უჯრედებში წარმოქმნილი ცხიმოვანი ნივთიერებების გამოყოფის დარღვევა;
  • ნახშირწყლების ჭარბი ოდენობის ცხიმოვან ნივთიერებებად გარდაქმნა.

ცხიმოვანი ღვიძლი ანუ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი ჩივილებს ყოველთვის არ იწვევს. სიმპტომები, წესისამებრ, ზოგადია:

  • სისუსტე;
  • სწრაფად დაღლა;
  • ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში და ა.შ.

დაავადება შორსწასულ შემთხვევებში – ციროზით სრულდება,
აუცილებლად მიმართეთ ექიმ ჰეპატოლოგს, რომელიც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა