კითხვა: გამარჯობა.ერთი კითხვა მაქვს.მეუღლეს აწუხებს კუჭის მოქმედება შეკრულობა და ასევე 3 4 შრიძლება 5დგეც ვერ გავიდეს კუჭში თუ გადის სისხლიანი განავალია.მცირე რაოდენობით ჭინთვის შედეგად.მითხარით როგორ მოვიქცეთ ვის მივმართოთ.მადლობა .
პასუხი:


მოგესალმებით,
ჩივილებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ თქვენს მეუღლეს აქვს გარკვეული პრობლემები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში.
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს. ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. ამრიგად, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს. იწყება ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება და იწყება პერიტონიტი.
გაუვალობის ზოგიერთი ფორმის დროს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა:

  • ორმხრივი პარანეფრული ბლოკადა ვიშნევსკის წესით;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუდმივი ასპირაცია;
  • ნაწლავის სტიმულაცია.

თუმცა ეს ყველაფერი ტარდება იმ ღონისძიებათა პარალელურად, რომლებიც მიზნად ისახავს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას, ცილების დეფიციტის, მოცირკულირე სისხლის ცვლილებათა აღმოფხვრას და სხვა.
თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.
რაც მალე მიმართავთ ამ პრობლემის არსებობისას სპეციალისტს უფრო შედეგიანი იქნება მკურნალობა.
თქვენს მეუღლეს შეუძლია, რომ მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდება გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

გარწმუნებთ, რომ მდგომარეობა მეტად საყურადღებოა, ამიტომ – ნუ გადადებთ ვიზიტს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა