მოგესალმებით,
თქვენს მიერ ჩატარებული რადიოლოგიური კვლევისა და დასკვნის შედეგად, ვლინდება კოლიტი.
კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია:
- სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში;
- ფაღარათი;
- ზოგადი სისუსტე;
- სხეულის ტემპერატურის მომატება;
- ლეიკოციტოზი;
- ედს-ის მომატება.
ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა. კვების რეჟიმისა და რაციონის ხანგრძლივი და უხეში დარღვევა და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში, რაკი დასკვნაში მოხსენიებულია „განივი კოლინჯის ფტოზი“ , საქმე ეხება ქრონიკულ კოლიტს.
დიახ, თუ გინეკოლოგიური პათოლოგია გამორიცხულია, შესაძლოა, თქვენს ჩივილებს იწვევდეს კოლიტი. მკურნალობისათვის უნდა მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დახმარებას გაგიწევთ მაღლკვალიფიციური ექიმი–სპეციალისტი ეკა ზალიკიანი.
შეჯერდება მონაცემები ობიექტურად და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!