კითხვა: მოგესალმებით, თუ შეიძლება მომცეთ განმარტება იმის შესახებ პირიდან არასასიამოვნო (ძალიან მძიმე) სუნის გამომწვევი მიზეზი რა შეიძლება იყოს. აქვე მოგახსენებთ, რომ პიროვნება რომელსაც აღნიშნული აწუხებს არის მოქმედი სპორტსმენი. საჭიროების შემთხვევაში ვის უნდა მიმართოს
პასუხი:
მოგესალმებით,
ამ შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვამართავს, ამიტომ გიპასუხებთ ანალოგიურად.
პირიდან ცუდი სუნი ანუ ჰალიტოზი მეტად მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა.
პირის ღრუში მიკროორგანიზმების 600-მდე სახეობაა აღმოჩენილი და მათი უმრავლესობა ენის უკანა ზედაპირზეა ლოკალიზებული. ენის ეს ნაწილი შედარებით მშრალია და ცუდად იწმინდება, რაც ბაქტერიების გამრავლების საუკეთესო პირობაა.
პირის ღრუში არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- რესპირატორული, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადება;
- კუჭის დაავადება;
- ღვიძლის დაავადება, ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა;
- თირკმელების ქრონიკული უკმარისობა;
- უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი;
- შიმშილი;
- ჰორმონული დარღვევები;
და ბოლოს რაც მთავარია, სტომატოლოგიური პრობლემები.
უმჯობესია, პირველ რიგში, კონსულტაცია გაიაროს სტომოატოლოგთან, ხოლო შემდეგ გასტროენტეროლოგთან.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!