კითხვა: გამარჯობა მაწუხებს მუცლის წვა ბუყბუყი შებერილობა ხანდახან კუჭთან სიმძიმე აშლილობა დეპეკაცია დღეში 3ჟერ 4ჟერ.გულის რევის შეგრძნებები.მუცლის წვა გადამდის წელის და ფეხების ტკივილიც ხანდახან. მაქვს კოლიტი თუმცა არ ვიცი ჯერ რა სახის რადგან გამოკვლევას ვერ ვიტარებ პინანსური პრობლემების გამო.იქნებ მირჩიოთ რა მედიკამენტი მივიღო სანამ შევძლებ გამოკვლევის ჩატარებას.
პასუხი:

მოგესალმებით, 

კოლიტი მსხვილი ნაწლავის ანთებაა, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.

განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ზოგადი სისუსტე, განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით.

ქრონიკული კოლიტი კი,  წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს ინფექციური და არაინფექციური წარმოშობის. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს ნაწლავის პირობით პათოგენური მიკლოფლორა. მას ახასიათებს საერთო სისუსტე, დეფეკაციის დარღვევა, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, ტკივილი მუცლის სხვადასვა მიდამოში, მეტეორიზმი, ტენეზმები.

აღნიშნული დაავადების დროს ინიშნება დიეტა,  რომელიც გამორიცხავს ცხიმიანს, შემწვარს, მსუყე წვნიანებს, გაზიან სასმელებს, ცოცხალ ხილს და ბოსტნეულს. დაშვებულია მოხარშული თევზი, უცხიმო ხორცი, ქათმის ხორცი, გამომცხვარი ბოსტნეული.

რაც შეეხება მედიკამენტის მიღებას თვითმკურნალობა არაკორექტულია.

მნიშვნელოვანია კუჭ–ნაწლავის ტრაქტის კვალიფიციური გამოკვლევა და კოლიტის მიზეზების დადგენა, მათ შორის კუჭის მჟავიანობის განსაზღვრა, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური კვლევები, შესაბამისად   უმჯობესია მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან  კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და  განსაზღვრავს მკურნალობის სწორ მეთოდიკას.

ხოლო, თუ საჭირო იქნება ენდოსკოპიური კველვები, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31419/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-endoskopiur-kvlevas

საბოლოოდ ,გირჩევთ ,ვიდრე შეძლებთ კლინიკაში მოსვლას , დაიცვათ ზევით აღწერილი დიეტა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

  გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა