ვიზიტი სპეციალისტებთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: gამარჯობა . მუცლის არეში მაქვს გამუდმებით ტკივილი გადავიღე ეხოსკოპია და გამორიცხეს ყველაფერი, წნევა მიწევს და 160 ,100 .ზურგი მეწვის თითკოს მდუღარე გადამასხეს,ეხოსკოპია გუშინ გავიკეთე მუცლის ღრუ და საშვილოსნო, ყველაფერი წესრიგშიაო, წონაშიც დავიკლე გთხოვთ დამაკვალიანოდ და სად ვის მივმართო,ისე რომ ტყუილად არ ვხარჯო ფული რომელიც არ .....მადლობას გიხდით წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია. თუმცა, რაკი გინეკოლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა, შესაძლოა, ჩივილების გამომწვევი იყოს:

  • გასტროენტეროლოგიური პათოლოგია;
  • ხერხემლის სვეტის პათოლოგია.

შესაბამისად გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ჩამოთვლილ სპეციალისტებთან.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე. სადაც შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექურად, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული გამოკვლევები, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ აპრობირებული და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
თუ გამოიხატება გასტროსკოპიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
ასევე, შესაძლოა, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და წინასწარი ჩაწერით ტარდება პარასკევს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა