მოგესალმებით,
ეპიგასტრიუმში ლოკალიზებული ტკივილი სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობისაა. ზოგიერთი უჩივის მხოლოდ უმნიშვნელო დისკომფორტს, რომელიც ჭამის შემდეგ აღმოცენდება და მალევე ქრება, ზოგი კი ძლიერ ტკივილს, რომელიც მხოლოდ კუჭის არეს კი არ მოიცავს, არამედ გადაეცემა მთელ მუცელს, გულმკერდს და კისერს.
კუჭის არეში ტკივილი სრულიად სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის მჟავე წვენი პერიოდულად საყლაპავში ამოიტყორცნება. როცა ეს მოვლენა ხშირდება და ხანგრძლივდება, ვითარდება შემაწუხებელი გულძმარვა, ხოლო საყლაპავის გაღიზიანების გამო ტკივილიც აღმოცენდება.
კუჭის არეში ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებები, მაგალითად:
- გასტრიტი;
- პანკრეატიტი;
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
- საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
- ნაღველკენჭოვანი დაავადება.
ამ შემთხვევებში ტკივილის შეგრძნება ხშირად საკვების მიღების შემდეგ იჩენს თავს. შესაძლოა, ქრონიკული ხასიათიც მიიღოს.
რაც შეეხება დიაგნოსტირებას, საჭიროა ჩატარდეს ენდოსკოპიური კვლევა კერძოდ გასტროსკოპია. ჩვენს კლინიკაში, აქციის ფარგლებში, გასტროსკოპიის ღირებულება გახლავთ 90 ლარი და მიიღებთ ქირურგის და გასტროენტეროლოგის ვიზიტებს უფასოდ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და კვლევაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ტელ: 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!