კითხვა: 5 წლის წინ, 21 წლის ასაკში, მქონდა მელენა. 2-ჯერ გავიკეთე გასტროსკოპია. არ აღმოჩნდა არაფერი. ჰემოგლობინი, რკინა - ნორმაში იყო. განავლის ანალიზმა აჩვენა, როგორც ექიმმა მითხრა, ძალიან მცირე რაოდენობით სისხლი. (რაც შეიძლება წინა დღეს ნაჭამ თევზს,ან ბუასილს გამოეწვია). ჩავიტარე კოლონოსკოპია. პასუხი იყო ასეთი: სიგმოიდური კოლინჯის პროქსიმალურ ნაწილში მცირე ზომის პოლიპია 0,3–0,4 სმ, სადა ზედაპირით, მრგვალი ფორმის. (ექიმის თქმით შეიძლება ანთებითი პროცესი ყოფილიყო, არ იყო დარწმუნებული იყო თუ არა პოლიპი). იმის მერე არაფერს შევუწუხებივარ. არც მელენა მქონია. მაინც ძალიან ვნერვიულობ. კონტროლის, გადამოწმების, ერთადერთი საშუალება კოლონოსკოპიაა? რეკომენდირებულია თუ არა ჩემთვის ეს პროცედურა?
პასუხი:

მოგესალმებით, 

საჭმლის მომნელებელი სისტემის თითქმის ყველა დაავადებას რისკის ერთი და იგივე ფაქტორები აქვს – ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ცხარე, მჟავე, ცხიმიანი საკვების ჭარბი მიღება, კვების რეჟიმის დარღვევა, თამბაქოს წევა, ჭარბი წონა.

გენეტიკურ განწყობასაც აქვს მნიშვნელობა – თუ უახლოეს ნათესავებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება ჰქონდათ ან აქვთ, მისი განვითარების ალბათობა უფრო დიდია.

დაავადების კლინიკური გამოხატულება, გარდა პოლიპის ზომისა, დამოკიდებულია მის  ფორმასა და მდებარეობაზე.

დაავადების დიაგნოსტიკისთვის ტარდება ენდოსკოპია ბიოფსიით.

მკურნალობის მეთოდიც დამოკიდებულია,  პოლიპის მდებარეობასა და ზომაზე.

ერთეული ვიწროფეხიანი პოლიპის მოსაკვეთად ტარდება მარტივი და ეფექტური ოპერაცია – ენდოსკოპიური პოლიპექტომია. თუ პოლიპი ფართო ფეხზეა,  უფრო მოცულობითი ჩარევაა საჭირო, რადგან ენდოსკოპიური პოლიპექტომიით პოლიპი შესაძლოა არასრულად მოიკვეთოს, ამასთან, არსებობს სისხლდენის საფრთხეც.

პირველ რიგში, სასურველია მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, უშუალო ვიზიტისას ობიექტურად შევაფასებთ თქვენს მდგომარეობას და ამის შემდეგ დაგინიშნავთ საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკურ კვლევას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, როგორც გასტროსკოპიულ ისე კოლონოსკოპიურ კვლევებზე.

ვრცლად სანახავად,  მიჰყევით ბმულს:

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა