მოგესალმებით,
ბოტკინი - ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზიანებს ძირითადად ღვიძლს და იწვევს მის ანთებას,ხოლო მისი ძირითადი გამომწვევია A ჰეპატიტის ვირუსი.
ცხიმოვანი ღვიძლი ანუ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი ჩივილებს ყოველთვის არ იწვევს. სიმპტომები, წესისამებრ, ზოგადია: სისუსტე, სწრაფად დაღლა, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, რომელიც შესაძლოა ღვიძლის გადიდებით იყოს გამოწვეული.
ძნელია ვივარაუდოთ, როგორი იქნება არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის მიმდინარეობა ყოველ კერძო შემთხვევაში.
პროგრესის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ცხიმოვანი ღვიძლის გამომწვევი მდგომარეობის დროული მკურნალობა.
უამისოდ, განსაკუთრებით - 45 წელს გადაცილებულ, სიმსუქნითა და დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, მაღალია დაავადების პროგრესირებისა და ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბების რისკი.
აუცილებლად მიმართეთ ექიმ ჰეპატოლოგს, რომელიც მდგომარეობის ობიექტური შეფასების შემდეგ, დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ამ ეტაპზე აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: ბავშვობაში გადატანილი მაქვს ბოტკინი,ერთ წელზე მეტია მკურნალობა ღვიძლის გაცხიმიანებაზე და გადიდებაზე, არ მაქვს ც,ბ გებატიტი,თუ შეიძლება მირჩიოთ სწორად როგორ მოვიქცე არ ვარ ალქოჰოლის მომხმარებელი ალტ ასტ მომატებული მაქვს
პასუხი: