მოგესალმებით,
გულისრევის შეგრძნებას და ღებინებას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ეს სიმპტომი ძირითადად ვირუსული გასტროენტერის დროს გვხვდება.
ღებინების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- გასტროპარეზი (მდგომარეობა როდესაც კუჭის კედლის კუნთები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებენ, რაც მონელებას უშლის ხელს);
- ობსტრუქცია ნაწლავებში;
- შაკიკი;
- ვირუსული გასტროენტერიტი (კუჭის გრიპი);
- ვესტიბულური ნევრიტი;
ასევე, გამომწვევი სხვა მიზეზებია:
- ქოლეცისტიტი;
- გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა;
- გასტროეზოფაგული რეფლუქსის დაავადება;
- გულის უკმარისობა;
- ჰიპერთიროიდიზმი ;
- ნაწლავების იშემია;
- ნაწლავების ობსტრუქცია;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- ღვიძლის უკმარისობა;
- მედიკამენტები ;
- პანკრეატიტი და ა.შ.
თუ რა იწვევს ღებინებას, თქვენი შვილის შემთხვევაში, ელექტრონული მიმოწერის რეჟიმში, რთული სათქმელია.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია პაციენტმა კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
სპეციალისტები, რომლებიც საჭიროა ჩართოთ გამოკვლევის პროცესში არიან გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი და გინეკოლოგი.
შეგიძლიათ გოგონა მოიყვანოთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დაენიშნება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და შეირჩევა მკურნალობის შესაბამისი და ინდივიდუალური კურსი.
ვიზიტისას თუ გამოიხატება გასტროსკოპიით კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებათ ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !