მოგესალმებით,
აუცილებელია უშუალო ვიზიტისას სპეციალისტმა შეაფასოს მდგომარეობა, რადგან მხოლოდ ამ მონაცემებით და დისტანციურად რთულია პასუხის გაცემა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები, ექიმი კი, მონაცემების საფუძველზე, ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ დამატებით კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს.
რაც შეეხება კოლონოსკოპიის ნაცვლად კომპიუტერული ტომოგრაფიიის მეთოდის გამოყენებას , ,ეს ყველა შემთხვევაში ინფორმაციული ვერ იქნება .
შესაძლებელია კომპიუტერული კვლევა ჩატარდეს კონტრასტის გამოყენებით ,რომლის დროსაც კონტრასტი ეძლევა პაციენტს როგორც დასალევად ,ასევე ინტრავენური ფორმით ,თუმცა ნაწლავის შიგნით არსებული პათოლოგიის კვლევა ,ენდოსკოპიურად უფრო ეფექტურია.
ყველა შემთხვევაში ,პაციენტის მდგომარეობის გაცნობის და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით ,ექიმის მიერ ინდივიდუალურად ირჩევა კვლევის უმჯობესი მეთოდი.
აქედან გამომდინარე, საჭიროა პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან, ხოლო საჭირო კვლევების შესახებ რეკომენდაციას თავად სპეციალისტი მოგცემთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.მუცლის არეში(ნაწლავებში) მაქვს ტკივილები,ასევე შებერილობა და მუქი განავალი და კოლონოსკოპიისგან თავის არიდება მინდა და ამ ხელსაწყოს გამოყენებით ვერ მოხდება მიზეზის დადგენა? https://kirurgia.ge/article/31371/210-laris-nacvlad-130-larad-gtavazobt-muclis-ghrus,-tirkmlisa-da-retroperitonealuri-sivrcis-kompiuterul-tomografias მადლობთ.
პასუხი: