კითხვა: გამარჯობა. ვარ 25 წლის. 2 წელია მუცლის ტკივილები მაქვს მარცხენა მხარეს. ,მწვავე შეტევები მაქვს. გამაყუჩებლები მშველოდა და ეგეც აღარ მშველის. გინეკოლოგთან ვიყავი არაფერი მქონდა. კოლონოსკოპია გავიკეტე არავითარი დეფექტი არ მქონდა. არის მომენტი რომ არ მტკივა მაგრამ უმეტესწილად ისეტი ტკივილები მაქვს ღებინება და გულის წასვლამდე მივდივარ სიმწრისგან. კოლიტიც მაქვს წლებია უკვე, მაგრამ არც ნაწლავების დაცლა მშველის და არც გაზებზე გასვლა. გთხოვთ დამაკვალიანოთ. ან რა შეიძლება იწვევდეს. მადლობას გიხდით წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობთ, რომ თქვენი ჩივილების გამომწვევია კოლიტი.
ეს არის მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც ლორწოვანის დამცავი ფუნქციის დასუსტებით არის გამოწვეული.
განასხვავებენ კოლიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მწვავე კოლიტისათვის დამახასიათებელია:

  • სპაზმური ხასიათის ტკივილი მუცელში;
  • ფაღარათი;
  • ზოგადი სისუსტე;
  • განავალი თხიერია ზოგჯერ სისხლის და ლორწოს მინარევით.

ქრონიკული კოლიტი წარმოადგენს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ყველაზე ხშირ პათოლოგიას, რომელიც შერწყმულია წვრილი ნაწლავისა და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებასთან. ის შეიძლება იყოს:

  • ინფექციური წარმოშობის;
  • არაინფექციური წარმოშობის.

ეროზიების ან წლულების გაჩენას კი ახასიათებს:

  • საერთო სისუსტე;
  • დეფეკაციის დარღვევა;
  • ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა;
  • ტკივილი მუცლის სხვადასვა მიდამოში;
  • მეტეორიზმი;
  • ტენეზმები დეფეკაციის შემდეგ.
  • ნაწლავის არასრულყოფილად დაცლის შეგრძნება;
  • დეფეკაციის ცრუ სურვილები, რასაც თან ახლავს გაზების და ცალკეული განავლოვანი მასების გამოყოფა.

მნიშვნელოვანია, გატარდეს დიფერენციული დიაგნოსტიკა სხვა დაავადებებთან, რადგან ძალიან ხშირად სხვადასხვა დაავადების სიმპტომები ჰგავს ერთმანეთს.
დროულად ექიმთან მიმართვის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში – პროგნოზი კეთილსაიმედოა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და კვების რაციონის მოწესრიგება.
თქვენ შემთხვევაში, გირჩევთ მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგისვამთ უფრო ზუსტ დიაგნოზს და მოგცემთ შესაბამის მითითებებს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი შეგვიძლია, შემოგთავაზოთ სრულ გასტროსკოპიულ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--  

სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა