გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა მე დამიდგინდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, უკვე ერთი თვეა მკაცრ დიეტაზე ვარ მაგრამ მაინც მაწუხებს აშლილობა, 20 დღე ვსვი წამლები ნაწლავების ანთება გაქვსო ძაან მაქვს გაღიზიანებული,თან ლორწოს ვაყოლებ განავალს არვიცი რა ვქნა კოლონოსკოპიას ვერ ვიკეთებ იქნებ მითხრათ საშიშია თუ არა, ეხლა მცენარეულ ნაყენებს ვსვავ. წინასწარ მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი – მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია. ეს არის ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციური მოშლილობა, რომლის თანმდევიცაა დიარეა ან ყაბზობა (შეკრულობა).
რაც შეეხება მკურნალობას, მას შემდეგ რაც დადგინდება თანმხლებ დაავადებათა სპექტრი, ინიშნება სხვადასხვა ჯგუფის სპაზმოლიზური პრეპარატები, საკვები ბოჭკოები, საფაღარათო საშუალებები, დიარეის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტიპროტოზოული მედიკამენტები, ასევე – პრობიოტიკები და პრებიოტიკები.
თუ საჭიროებამ მოითხოვა, აუცილებელია, მკურნალობის პროცესში ჩაერთოს ფსიქონევროლოგი.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მკურნალობის შედეგი დადგება.
მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები.
აუცილებელია მკურნალობის კურსსა და მიმდინარეობაში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი.
ამ ეტაპზე სასურველია მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის შეკრებისა და მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, დაგენიშნებათ ინდივიდუალური მკურნალობის კურსი.

●  ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა